კომპანია ჯეოტექნიკსი საქართველოს ბაზარზე სპეც ტექნიკის გაყიდვა-გაქირავების მიმართულებით 2017 წლიდან ოპერირებს.
ჯეოტექნიკსი მძიმე და სასაწყობე ტექნიკის შეძენა-იჯარის პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, ტვირთის გადაზიდვას გთავაზობთ.
ჩვენს აქტივშია 25 ტონიანი ავტო ამწეები, ექსკავატორები, სატვირთო ავტომანქანები, დიზელის და ელექტრო ძრავის სასაწყობე ჩანგლიანი დამტვირთველები.
კომპანია LONKING -ისა და TEU-ს ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. ქართულ ბაზარს აქტიურად ვთავაზობთ ჩინური ბრენდების RUMLIFTER_ისა და XCMG_ის სპეც ტექნიკას.
სასაწყობე ტექნიკის მიმართულებით, ჯეო ტექნიკში შესაძლებელია დამტვირთველების შეძენა ამერიკული, იაპონური და ჩინური აგრეგატებით.
კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ მსხვილ და საშუალო კომპანიებთან, ჯეოტექნიკსის სპეც-ტექნიკა მუშაობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, კობი-გუდაურის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა და სხვა.
კომპანია ჯეოტექნიკსი მუდმივად ცდილობს მომსახურება მომხმარებელზე ორინტირებული გახადოს. კომპანიაში დანერგილია მობილური ჯგუფის მიმართულება, რაც გულისმობს სპეც. ტექნიკის ადგილზე მომსახურებას.